14 მარტს გურთიადის მმართველი საბჭო ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე წევრი კომპანიებიდან ერთ-ერთს, Çoruh Group Georgia-ს დირექტორს, ბატონ ბერქინ გენჩს ესტუმრა, რომელიც უკვე 23 წელიწადია საქართველოში ცხოვრობს.
Çoruh Nakliyat-ი საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობს და მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს გადაზიდვებს და საბაჟო პროცედურებს, უმთავრესი ბაზარი კი საქართველო და აზერბაიჯანია. Çoruh Nakliyat-ი საქართველოსა და თურქეთში ახორციელებს შიდა გადაზიდვებს, კომპანიის საწყობი მდებარეობს სტამბოლში, ათაშეჰირში, წარმომადგენლობები კი სტამბოლში; თბილისში; ბათუმსა და ჰოფაშია გახსნილი. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში დასაქმებულთა უმეტესობა ფლობს ქართულ და თურქულ ენებს.
კომპანია Çoruh Nakliyat, საკუთარი ტრაილერებით ახორციელებს ნებისმიერი სირთულისა და სპეციფიკის ტვირთის ტრანსპორტირებას, შესაბამისად კომპანია მომხმარებელს ლოჯისტიკის მიმართულებით ყველა სახის სერვისს სთავაზობს.
ბატონმა ბერქინმა აღნიშნა, რომ Çoruh Nakliyat-ს თბილისში საწყობი არ გააჩნია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეუძლია სატრანსპორტო საშუალებები პარტნიორი კომპანიების საწყობებში დააყოვნოს.
გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ბერქინს გულთბილი მიღებისათვის და ვუსურვებთ მას წარმატებებს.