ვიზიტი Maqro Group-ში

 

4 ივლისს, გურთიადის თავმჯდომარე და მმართველი საბჭოს წევრები 2015 წელს საქართველოს ბაზარზე შემოსული კომპანია Maqro Group-ის საქართველში მდებარე სასტუმროების გენერალურ დირექტორს, ბატონ ერდოღან შაჰინს შეხვდნენ. Maqro ჯგუფი ქვეყნის უმსხვილეს 5 უცხოურ ინვესტორ კომპანიას შორის იკავებს ადგილს.

ჰოლდინგის მიერ ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 270 მილიონ დოლარს აღემატება. Maqro აერთიანებს 3 ძირითად მიმართულებას: Maqro Construction-ს, Maqro Development-სა და Maqro Tourism-ს.

2015 წელს გაიხსნა პირველი სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town, ხოლო 2017 წელს IBIS Styles Tbilisi Center. 2024 წლის მარტში კი 5 ვარსკვლავიანი, მაღალი სეგმენტის პრემიუმ

კლასის სასტუმრო Swissôtel-მა დაიწყო სტუმრების მიღება. სამივე სასტუმროში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 280 ადამიანს შეადგენს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა პანდემიის კვლავ მიმდინარე შედეგები საქართველოში ტურიზმსა და სარესტორნო სექტორებში.

Maqro Development-ს დასრულებული აქვს თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, ესენია მწვანე ბუდაპეშტი და მწვანე ალმასი. ახლო მომავალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გზაზე დაახლოებით 3 000 ბინიანი ახალი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტს ჩაეყრება საფუძველი.

კომპანია Maqro Construction-ი რიკოთსა და კახეთში, საგარეჯოს შემოვლითი გზის lot-2 და lot-3 მონაკვეთებში ახალ, 4 ზოლიან საავტომობილო მაგისტრალს აშენებს.

ამის გარდა, Maqro ჯგუფი ფლობს ავეჯის ქარხანას ბათუმში, რომელიც ცნობილია, როგორც Maqro LLC.

ბატონი ერდოღან შაჰინი 2017-2018 წლებში გურთიადის მმართველი საბჭოს წევრი იყო. მან ასოციაციას ურჩია ქართველი წევრების რაოდენობის გაზრდა და სულ მცირე თვეში ერთხელ სოციალური ხასიათის ღონისძიებების ჩატარება.

ასოციაციის სახელით, ჩვენი წევრებიდან ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანია Maqro ჯგუფს მადლობას ვუხდით წლების მანძილზე გამოჩენილი მხარდაჭერისათვის.