გურთიადის მმართველი საბჭო ეწვია თურქეთში დაფუძნებული, ხე-ტყის მასალის საბითუმო მიმწოდებელი კომპანია YONPAŞ Georgia-ს გენერალურ დირექტორს, ბატონ მერთ იუმუშაქერს. საქართველოში არსებულ თურქულ კომპანიებს შორის ერთ-ერთმა გამორჩეულმა, YONPAŞ-მა 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს ითავა მოწინავე როლი ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებაში და ამით დაიმსახურა უდიდესი დაფასება. YONPAŞ-ი მუდამ იღებდა მონაწილეობას გურთიადის ღონისძიებებში.
კომპანია საქართველოს ბაზარზე შემდეგი პროდუქციით არის წარმოდგენილი: ავეჯის მასალები და აქსესუარები, პლასტმასისა და ალუმინის პროფილები.
შეხვედრისას განხილულ იქნა ბუკლეტი საქართველოში ეკონომიკის წამახალისებელი პროგრამების შესახებ, რომლის გამოქვეყნებასაც გურთიადის სახელით ვგეგმავთ.
ამას გარდა, აღინიშნა, რომ პროდუქტიული იქნებოდა შემდეგი ბუკლეტის გამოშვება საზღვარგარეთ მოღვაწე თურქული კომპანიებისათვის თურქეთის მიერ გაწეული დახმარებებისა და წამახალისებელი პროგრამების შესახებ.
ბატონმა მერთმა აღნიშნა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არ არის მწარმოებელი ქვეყანა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, კომპანიები აწყდებიან 🔹 გარკვეული სახის პრობლემებს და სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით საერთო ტერიტორიის გამოყოფის შემთხვევაში მისი კომპანიაც ჩაერთვებოდა პროექტში.
დამატებით ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭიროა ასოციაციაში თურქეთთან მოვაჭრე უფრო მეტი ქართული კომპანიის გაწევრიანება და ამისათვის უნდა მომართულ იქნას რიგი ღონისძიებები.
დიდ მადლობას ვუხდით ძვირფას კომპანიას და მის მმართველს, ბატონ მერთ იუმუშაქერს საქართველოსა და თურქეთს შორის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის და ასოციაციის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ მას.