24 თებერვალს, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ, რამაზანის თვისთვის დამახასიათებელი ერთობისა და თანადგომის სულისკვეთების ნიშნად, ასოციაციის წევრებსა და სხვადასხვა ორგანიზაციიდან მოწვეულ პატივცემულ სტუმრებს, რესტორანში „Ankara Style” იფთარის – მარხვის გახსნილების ვახშამზე უმასპინძლა.
ღონისძიებამ, რომელსაც დაესწრნენ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი; რელიგიურ საქმეთა ატაშე, მაჰმუთ გოლი; აგრეთვე, საელჩოს წარმომადგენლები; აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის (AZEBI); მუსიადის; თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA); საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებისა და თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტის ხელმძღვანელები თუ სხვა მაღალი დონის პირები და ასოციაციის წევრები, მეტად თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. ვახშმის დაწყებამდე, რელიგიურ საქმეთა ატაშემ, მაჰმუთ გოლმა, მარხვის გახსნილების ლოცვა აღავლინა.
საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ოქტაი ოზთურქმა და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ალი ქაან ორბაიმ, მისასალმებელ სიტყვებში, დამსწრე საზოგადოებას წინასწარ მიულოცეს მოახლოებული რამაზანის დღესასწაული და ხაზი გაუსვეს ამგვარი თავყრილობის მნიშვნელობას, მეგობრული კავშირებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხში.

