მიმდინარე წლის 20 აპრილს, თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით გურთიადის წევრ რესტორან ანკარა სტაილში იფთრის ვახშამი გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთის ელჩი საქართველოში ქ-ნ ფატმა ჯერენ იაზგანი და საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლები, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი სარქან ისმაილოვი, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გენერალური დირექტორი მურათ ბაშთორი დელეგაციასთან ერთად, რელიგიურ საქმეთა ატაშე აჰმეთ ერდემი, ბიზნეს ასოციაცია მუსიადის თავმჯდომარე ზგურ იუჯელი და მმართველი საბჭოს წევრები, ბიზნეს ასოციაცია აზების თავმჯდომარე ნარიმან ქურბანოვი მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად, გურთიადის მმართველი საბჭოს წევრები და წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, იუნუს ემრეს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო მაარიფის სკოლების ხელმძღვანელი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს კოორდინატორი და სხვა ოფიციალური პირები.
ასოციაციი თავმჯდომარე ოსმან თურანმა შეკრებილ საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე დასწრებისთვის და წინასწარ მიულოცა მათ რამაზან ბაირამი. მისასალმებელ სიტყვაში თურქეთის ელჩმა ასევე მიულოცა საზოგადოებას რამაზან ბაირამი და გააცნო მათ უახლოეს მომავალში დაგეგმილი საელჩოს ღონისძიებები. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ საჯაროდ მიემართათ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გენერალური დირექტორისთვის ლოგისტიკურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
იფთარის ღონისძიებაზე ასევე შეგროვდა შემოწირულობები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის.