დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „მუსიადი“, 81 ქვეყანაში 164 ფილიალით არის წარმოდგენილი. ასოციაციის მთავარი მიზანია კეთილსინდისიერი ბიზნესმენების ერთმანეთთან დაკავშირება და ურთიერთთანამშრომლობის დამყარებაში წვლილის შეტანა.
ასოციაციათა შორის განხორციელებულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ის პროექტები; ღონისძიებები და შეხვედრები, რომელიც ერთობლივად შეიძლება ჩატარდეს.
„მუსიადი“ მუშაობს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში, საწყის ეტაპზე კი თბილისის შემოგარენში, სახელწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე ინდუსტრიული პარკის აშენებას. რასაკვირველია, მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა სახელმწიფოს, უმთავრესად კი თბილისის მერიის დახმარება. პირველ ეტაპზე კი აუცილებელია ადგილის განსაზღვრა, მსხვილი ინვესტორის მოძიება და პროექტის დაწერა, რომელიც შემდეგ შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებას წარედგინება. სახელმწიფოს გარდა, ამ ტიპის პროექტებს ევროკავშირიც ეხმარება, შესაბამისად პროექტის წარმატებით განხორციელების შანსი დიდია. „მუსიად თბილისი“, ამ საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერას საელჩოსგანაც ელის.
ასოციაციის მიზანი საქართველოს მიწაზე თურქული დროშის ამაყად წარმოჩენაა.
გურთიადის სახელით გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა „მუსიადის“ მიმართ. მადლობას ვუხდით ასოციაციის თავმჯდომარესა და მმართველი საბჭოს წევრებს ვიზიტისათვის და წარმატებას ვუსურვებთ მათ.