საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი

2025 წლის 7 ოქტომბერს, გურთიადის თავმჯდომარემ, ოქთაი ოზთურქმა, მმართველთა საბჭოს წევრებთან ერთად, ასოციაციაში უმასპინძლა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის პირველ მოადგილეს, მელიქე ილმაზ ოსქიფერსა და საელჩოს მეორე მდივანს, შეიდა ჯენგიზს.

შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა არსებული ურთიერთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

ვსარგებლობთ რა შემთხვევით, ასოციაციის სახელით, კიდევ ერთხელ, საელჩოს წარმომადგენლებისადმი, გამოვხატავთ მადლიერებას სტუმრობისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ, პროფესიულ საქმიანობაში!