საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი და მისი მოადგილე ასოციაციას ეწვივნენ

დღეს ასოციაციას ეწვივნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ვაჭრობის საკითხებში, ქალბატონი იაღმურ დემირელი და მისი მოადგილე, ბატონი აბდულა ოსმანოღლუ. შეხვედრაზე განვიხილეთ აქტუალური საკითხები სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით.

გადაწყდა, რომ თებერვლის თვეში გურთიადის წევრებისათვის ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა საქართველო-თურქეთს შორის ვაჭრობის მოცულობასა და მის გაზრდასთან დაკავშირებით.