23 ივლისს, ასოციაციის A კატეგორიის ახალი წევრი ქართული კომპანიის, სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაციის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი გულიაშვილსა და მათი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს, ბატონ ბესო ჩანქსელიანს შევხვდით.
Wasteless არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია (საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია), რომელიც ეხმარება კომპანიებს თავიანთი ბიზნესების უნარჩენო, სუფთა და მდგრადი მიმართულებით გარდაქმნაში და ხელს უწყობს ნარჩენების მართვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას საქართველოში.
Wasteless-მა 2022 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან მოიპოვა ავტორიზაცია 4 მიმართულების სპეციფიკური ნარჩენების მართვაზე:
• ნარჩენი ზეთები
• გამოყენებული საბურავები
• ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები
• ბატარეები და აკუმულატორები
15 000 იმპორტიორი წევრის გამაერთიანებელი ასოციაცია Wasteless, უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას და ხელს უწყობს მათ სწორად მართვას. შეგროვებული ნარჩენები შესასწავლად და დასაშლელად გადაეცემა ადგილობრივ კონტრაქტორებს, ხოლო რისი გადამუშავებაც საქართველოში ვერ ხერხდება, ექსპორტზე იგზავნება.
ამ მიდგომით Wasteless ახდენს ნარჩენების ეფექტურად მართვას და ხელს უწყობს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას.
ასოციაციის სახელით, სიხარულს გამოვხატავთ Wasteless-ის მსგავსი გარემოზე მზრუნველი წევრი კომპანიის შეძენასთან დაკავშირებით. ბატონ გიორგისა და მის გუნდს უამრავ წარმატებას ვუსურვებთ.