31 მაისს გურთიადი წევრ სარეკლამო კომპანია İstanbul Reklam-ს ეწვია.
კომპანიის დირექტორმა, ამირხან მამედოვმა განაცხადა, რომ İstanbul Reklam გვთავაზობს ბაზარზე არსებული საუკეთესო საბეჭდი დანადგარებით ბეჭდვას; მოცულობითი ასოებისა და ლაითბოქსების დამზადება-მონტაჟს; ბანერების დამზადებას; ვიტრინების გაფორმებას; გარე რეკლამებს; ბადე სტიკერებს; პოსტერებს; ავტომობილების ბრენდირებას; როლაპებს, სავიზიტო ბარათების ბეჭდვას და სხვა სარეკლამო სერვისებს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სარეკლამო სექტორს დიდი პოტენციალი გააჩნია და ეს სფერო მაქსიმალურად ასათვისებელია.
კომპანიამ უკვე მოიპოვა ცნობადობა ბაზარზე და სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.
ასოციაციის სახელით ბატონ ამირხანსა და მის მეუღლეს, გრაფიკულ დიზაინერს, ქალბატონ შენაის მხარდაჭერას ვუცხადებთ და ვუსურვებთ ბევრ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.