მსოფლიო თურქული ბიზნეს საბჭო (DTİK) გურთიადს ეწვია

 2024 წლის 10 ივნისს გურთიადს მსოფლიო თურქული ბიზნეს საბჭოს (DTİK) ევრაზიის კომიტეტის თავმჯდომარისა და ამავდროულად საბჭოს წარმომადგენლის უკრაინაში, ბატონი აიჰან აქბაბას მეთაურობით ესტუმრნენ DTİK-ის საქართველოს; აზერბაიჯანის; ყაზახეთის; ყირგიზეთის; უზბეკეთის; ტაჯიკეთისა და მოლდოვის წარმომადგენლები. თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ბიზნეს საბჭოს (DEİK) ქოლგის ქვეშ დაარსებული მსოფლიო თურქული ბიზნეს საბჭო (DTİK) მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენების ერთ პლატფორმაში გაერთიანებას.
 გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბატონმა ოსმან თურანმა, გურთიადის წინამორბედმა თავმჯდომარემ, რომელიც 2023 წლის სექტემბერში არჩეულ იქნა DTİK-ის წარმომადგენლად საქართველოში, კოლეგებს გააცნო ასოციაციის საქმიანობა და მიმოიხილა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ჩატარებული საქველმოქმედო ღონისძიებები და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები.
 DTİK-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრთა სიძლიერე და ხაზი გაუსვეს იმ როლს, რომელსაც ასოციაცია ასრულებს ორი ქვეყნის შორის ურთიერთობებში.
 DEİK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს თურქული დიასპორისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ საინვესტიციო ადგილს, რადგან ეს ქვეყანა მთელ კავკასიაზე გამავალი კარიბჭეა.
გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით DTİK-ის დელეგაციას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გახდება სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების საწინდარი.