დღეს ასოციაციას გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ეწვივნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის სამედიცინო ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი, მეჰმეთ უჩუნჯუოღლუ, კომპანია Tr Healing Travel-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, სელამი ქარაბულუთი, Tr Healing Travel-ის მმართველი საბჭოს წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სეით ჰისოღლუ, შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარაბის კლინიკის დირექტორი, იბრაჰიმ ფოლათი, ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფეიაზ ოზდემირი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირფან ნუჰოღლუ, გულ-სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი აჰმეთ ჯოშქუნ ოზდემირი, კარდიოლოგი ლინდა მუსტაფაევა და კლინიკა „პირველის“ ადმინისტრაციული დირექტორი, გიორგი გოგოლაძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე სამედიცინო სფეროში მოღვაწე გურთიადის წევრებიც: სამედიცინო ტურიზმის კომპანია Wellmed-Tur-ის დამფუძნებლები, ქერიმან აქდენიზი და გულია მუსტაფაევა და ფარმაცევტული კომპანია Nobel İlaç საქართველოს დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჰარუნ ბერბეროღლუ.
თურქი ექიმების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისში მდებარე კლინიკა „პირველში“ პაციენტებს მიეცათ კონსულტაციის მიღების საშუალება. მათი შემდეგი ვიზიტის ფოკუსი ქუთაისში, აბაშაში, ბორჯომსა და მარნეულში კონსულტაციების ჩატარება იქნება.
ასოციაციის სახელით, მადლობას ვუხდით სტუმრებს ვიზიტისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალ თანამშრომლობაში.
ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ჩვენს წევრებს Wellmed-Tur-ის დამფუძნებუელს ქერიმან აკდენიზს და გულია მუსტაფაევას.