გურთიადს თურქეთის ფოლადის ექსპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ

დღეს ასოციაციას ესტუმრნენ თურქეთის ფოლადის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბ-ნ სამეთ დამარი და ასისტენტ-სპეციალისტი ბ-ნ თოლგა ჩელიქოზი, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან ბაზრის კვლევის მიზნით. ასოციაციას, რომლის წევრთა რაოდენობა 3 ათასს აჭარბებს, მჭიდრო კავშირები აქვს თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსთან და მიზნად ისახავს თურქეთში წარმოებული ფოლადის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და გლობალურ დონეზე მდგრადი და კონკურენტული პროდუქციის გატანას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამჟამად თურქული ფოლადი 200 ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

ასოციაციის თავმჯდომარემ სტუმრებს გურთიადის საქმიანობა გააცნო და გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს თურქეთის ფოლადის ექსპორტიორთა ასოციაციას მომავალში საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში.