ასოციაციას არდაჰანის სავაჭრო და სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა

09 აგვისტოს ასოციაციას არდაჰანის სავაჭრო და სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა, პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ერჰან დემირის თაოსნობით.
 გაცნობით შეხვედრაზე დელეგაციის წევრ ბიზნესმენებთან ერთად განხილულ იქნა საქართველოში ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობები და სახელმწიფო დახმარების პროგრამები მათთვის რელევანტურ სექტორებში (ენერგია, საცალო ვაჭრობა, ტექსტილი, კვება).
 დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, ბიზნესმენებს გადაეცათ ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნაკები საქართველოში სახელმწიფო დახმარების პროგრამებსა და მათი იმპლემენტაციის შესახებ.
გურთიადის სახელით გამოვთქვამთ მზაობას დახმარება აღმოვუჩინოთ არდაჰანის სავაჭრო და სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს მომავალში, მათ მიერ საქართველოში საქმიანობის დაწყების შემთხვევაში კადრების აყვანისა და იურიდიული კონსულტაციის მიმართულებით.
მადლობას ვუხდით მათ სტუმრობისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს.