ასოციაციას კომპანია Mplus Türkiye-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

05 სექტემბერს გურთიადს თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი დამოუკიდებელი აუთსორსინგული კომპანია Mplus Türkiye-ს ადამიანური რესურსების დირექტორი, ბატონი ჯემ ერჯანი; მარკეტინგის დირექტორი, ბატონი ქაან გუნდუზი; საერთაშორისო ოპერაციების დირექტორი, ბატონი ბურაქ აქარი; შიდა კომუნიკაციების დირექტორი, ბატონი ალი ერმანი და ადამიანური რესურსების დირექტორი საერთაშორისო პროექტების მიმართულებით, ქალბატონი ესრა უსლუ ესტუმრნენ.

Mplus Türkiye არის თურქეთის ქოლ ცენტრების სექტორში ერთადერთი კომპანია, რომელიც მოიცავს კვლევა-განვითარების დეპარტამენტს და ავითარებს საკუთარ ტექნოლოგიებს. მსოფლიო მასშტაბით 62 ლოკაციაზე, 57 ქვეყანაში, Mplus Group-ის დაახლოებით 13.700 თანამშრომელი 300-ზე მეტ ორგანიზაციას 32 ენაზე ემსახურება, მათ შორის საქართველოშიც, სადაც მომხმარებელთა მხარდაჭერის დეპარტამენტი და ბექ ოფისი წარმატებულად მუშაობს.

შეხვედრაზე გურთიადის სახელით განვაცხადეთ მზადყოფნა, კონსულტაცია გავუწიოთ Mplus Group-ს საქართველოში არსებული რეგულაციებისა და სახელმწიფო პროგრამების