18 სექტემბერს ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქალ მეწარმეთა საბჭოს თავმჯდომარესთან, ქალბატონ აჰსენ აიდინთან ერთად შეხვედრა ჩავატარეთ შპს ავიახაზები ჯეო სქაი-ს თანამშრომლობით განხორციელებულ წარმატებულ პროექტთან – ტრაპიზონი – თბილისის პირდაპირი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე 14 ოქტომბრიდან დაიწყებს შესრულებას.
ამ პროექტის განხორციელებაში, რომელსაც თითქმის ერთი წელიწადი დასჭირდა, თურქ ბიზნესმენთა ასოციაციასაც აქტიური როლი მიუძღვის. ტრაპიზონსა და თბილისს შორის ხიდის გადება როგორც ტურისტული და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, აგრეთვე ეკონომიკური ურთიერთობებისა და სოციალური კავშირების დამყარების კუთხით უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი და სარგებლის მომტანია.
მადლობას ვუხდით ყველას, ვისაც ამ პროექტის განხორციელებაში წვლილი მიუძღვის!