გუშინ ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრს, ბატონ ისმაილ დურსუნს ვეწვიეთ მის მიერ 2000 წელს დაარსებულ კომპანია Sweet Center-ში, რომელიც საქართველოს საკონდიტრო ნედლეულის სექტორში ლიდერობას ინარჩუნებს.
ბატონმა ისმაილმა მოგვითხრო საკონდიტრო ნედლეულის ისტორია კომპანიის დაარსებიდან დღემდე – პროდუქცია მუდმივად განახლებადია, Sweet Center-ი კი ყველა ინოვაციას ითვისებს და ნედლეულს აწვდის ისეთ დიდ საკონდიტრო მწარმოებლებს, როგორიცაა გუდვილი, მადარტი, ბარამბო, ტკბილი ქვეყანა და სანდომი.
Sweet Center-მა, რომელიც მაღალხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის პროდუქციით ამარაგებს საკონდიტროებს თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და თელავში, უკვე დიდი ხანია დაიკავა საპატიო ადგილი ბაზარზე.
ბატონმა ისმაილმა დაგვათვალიერებინა საწყობი და გაგვაცნო პროდუქცია.
გურთიადის სახელით, მადლობას ვუხდით ბატონ ისმაილსა და მისი 20 თანამშრომლისაგან შემდგარ გუნდს, ჩვენი გულთბილი მიღებისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს საქმიანობაში!