ტრაპიზონის დელეგაცია

18 ოქტომბერს ასოციაციაში ტრაპიზონის ვალის, აზიზ ილდირიმს; ტრაპიზონის მერს, აჰმეთ მეთინ გენჩს; ორთაჰისარის მერს, აჰმეთ ქაიას; ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჰამდულა ჩუვალჯის; ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, ერქუთ ჩელების; ტრაპიზონის ჯანდაცვის მინისტრს, ჰაქან უსტას; ტურიზმის მინისტრს, თამერ ერდოღანს; ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს, აჰმეთ ქაზაზსა და მეჰმეთ ჩელების; მმართველი საბჭოს წევრს, ჯესურ გერიგელმეზს; საბჭოს მდივანს, მეჰმეთ უჩუნჯუოღლუსა და ალი ოსმან ულუსოის კორპორაციული ჯგუფის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აჰსენ აიდინს ვუმასპინძლეთ.

ტრაპიზონის დელეგაცია ტრაპიზონი-თბილისის პირდაპირი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით იმყოფება თბილისში.

ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით დელეგაციის წევრებს მობრძანებისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა წამოწყებაში!