16 ნოემბერს ასოციაციას გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გემლიქის მერი, ბატონი შუქრუ დევირენი; ინეგოლის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ბატონი იავუზ უღურდაღი; საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ქენან ქენდერი და ადმინისტრაციული დირექტორი, ბატონი მესუთ შაჰარი; გემლიქის სავაჭრო ბირჟის საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი სალიჰ ერდინჩ ერსანი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ოზდენ ჩაქირი; მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის თავმჯდომარე, ბატონი ომერ ფარუქ დემირთაში და მისი მოადგილეები – ბატონი მენან ფორთაქალი და ეროლ ჯენგიზი, აგრეთვე ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი მეჰმეთ ნური თაიარი ეწვივნენ.
გაცნობით შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრატეგიული ბიზნეს საკითხები, დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოში არსებული საგადასახადო სისტემისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
განსაკუთრებით იქნა გამახვილებული ყურადღება საქართველოში ახლად მზარდ ზეთისხილის მოყვანის კულტურაზე.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს ვიზიტისათვის და ვუსურვებთ მათ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.