14 მარტს საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ რესტორანში „ჩვენი ანკარა“ იფთრის ვახშამი გამართა.
იფთარს დაესწრნენ თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბ-ნ ალი ქაან ორბაი; რელიგიურ საქმეთა ატაშე, ბ-ნ მაჰმუთ გოლი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები; აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაცია AZEBI-ს თავმჯდომარე, ბ-ნ ნერიმან ქურბანოვი; მუსიად თბილისის თავმჯდომარე, ბ-ნ იზეთ იაფრაქი; ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბ.ნ ადნან ალთაი ალთინორსი; თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA); იუნუს ემრეს ინსტიტუტის; მაარიფის სკოლების და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.
რელიგიურ საქმეთა ატაშემ, ბატონმა მაჰმუთ გოლმა ხსნილის დროს ლოცვა აღავლინა.
ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონმა ოქტაი ოზთურქმა სტუმრებს მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა და წინასწარ მიულოცა რამაზან ბაირამი.