გუშინ დავესწარით სამენოვანი კრებულის, „ქართული თურქოლოგიური კვლევები II“-ს წარდგენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კრებულის რედაქტორები თსუ-ს თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ელისაბედ ბჟალავა და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი ბატონი სალიჰ უჩაქი არიან.
სამენოვანი კრებულის მიზანი, ერთი მხრივ, თანამედროვე თურქოლოგიური კვლევების სხვადასხვა საკითხის სამეცნიერო დონეზე განხილვა და ქართული თურქოლოგიის პოპულარიზაციაა, ხოლო მეორე მხრივ, ქართველი მკითხველისათვის დღემდე უცნობი თურქი ავტორებისა და ნაწარმოებების გაცნობა. კრებული საშუალებას აძლევს დარგის ახალგაზრდა მკვლევრებს, წარმოაჩინონ თავიანთი სამეცნიერო პოტენციალი და ჩაერთონ სამეცნიერო საქმიანობაში.
გურთიადის სახელით ვულოცავთ კრებულის შედგენაში მონაწილეობის მიმღებ ყველა პროფესორს!