31 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ბატონმა აბდულქადირ ურალოღლუმ საქართველოში მოღვაწე თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ჩვენს ასოციაციას მმართველი საბჭოს წევრი, ბატონი ოღუზ ილდირიმი წარმოადგენდა.
თურქული ბიზნესების წარმომადგენლებთან განხილულ იქნა ახალი შესაძლებლობები ინვესტიციებისა და თანამშრომლობის მიმართულებით.
თურქი ბიზნესმენების წარმატება, აძლიერებს რა ორი ქვეყნის ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ განვითარებას უწყობს ხელს.