დღეს, ასოციაციას გამოსამშვიდობებელი ვიზიტით იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი, ბატონი ზექერია გულთექინი ეწვია.
მადლობას ვუხდით ბატონ ზექერიას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და წარმატებით განხორციელებული პროექტებისათვის.
ვუსურვებთ მას წარმატებებს ახალ საქმიანობაში.