გურთიადის საარჩევნო საერთო კრება

2025 წლის 11 ოქტომბერს, სასტუმროში ,,Swissôtel Tbilisi”, ასოციაციის წევრთა აქტიური მონაწილეობით, წარმატებით ჩატარდა გურთიადის რიგით 24-ე საერთო ყრილობა.

ღონისძიებაზე, რომელსაც, აგრეთვე, დაესწრნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის პირველი მოადგილე, ქ-ნი მელიქე ილმაზ ოსქიფერი და კომერციული ატაშე, ქ-ნი იაღმურ დემირელი, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ნდობა მოქმედ თავმჯდომარეს, ოქთაი ოზთურქს და იგი ხელახლა იქნა არჩეული ასოციაციის თავმჯდომარედ.

ამასთან, საერთო ყრილობაზე, ერთხმად იქნა დამტკიცებული მოქმედი მმართველთა საბჭო, ოღუზ ილდირიმის, მარიანა სისვაძის, სერჰან უჩანის, სევჯიჰან იავუზის, ჰუსეინ უზუნისა და ისმაილ დურსუნის შემადგენლობით.

ვსარგებლობთ შემთხვევით და გამოვხატავთ მადლიერებასა და პატივისცემას, ასოციაციის თითოეული წევრისადმი, ღონისძიებაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის.