2022 წლის 18 მარტს გურთიადის ოფისში გაიმართა შეხვედრა ასოციაციის წევრების მონაწილეობით.
ღონისძიება არაფორმალურ, კოქტეილის ფორმატში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ GÜRTİAD-ის თავჯდომარე, მმართველთა საბჭოს წევრები, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ვაჭრობის, მშენებლობის, ლოგისტიკის, იურიდიული და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის მიმდინარეობისას ბიზნეს გარემო და კომპანიების ზოგადი მდგომარეობა იქნა განხილული, შეფასდა არსებული და პოტენციური პრობლემები თუ შესაძლებლობები, ფართოდ იქნა შეფასებული რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ჩვენს რეგიონში შექმნილი ვითარება და მისი გავლენა ბიზნესზე.
ასოციაცია მადლობას უხდის შეხვედრაში და აქტუალური საკითხების განხილვაში მონაწილე თითოეულ წევრს.