დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გურთიადის მმართველმა საბჭომ ფონიჭალაში გაშენებული გურთიადის ტყე მოინახულა. ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ აღნიშნული პროექტი
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო / Agency of Wildlife-სთან თანამშრომლობით და წევრი ორგანიზაციების ჩართულობით განახორციელა.
ვიზიტისას მმართველმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ პანდემიის გამო რამდენჯერმე გადადებული ტყის გახსნის საზეიმო ღონისძიება მიმდინარე წლის მაისში განახორციელოს.
მმართველ საბჭოს წევრებს ადგილზე შეხვდა ველური ბუნების სააგენტოს ხელმძღვანელი ბ-ნ რეზო ბეჟაშვილი, რომელმაც სტუმრებს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები და ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.