დღეს ჩვენს ასოციაციას ესტუმრნენ “სტამბოლის ართვინელების მომსახურების ფონდის” თავმჯდომარე, ბატონი ესენ იაღჯი და კომპანია „იმერ განბაჟების“ ერთ-ერთი პარტნიორი, ბატონი მიკაილ იაღჯი მეუღლეებთან ერთად. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჟურნალისტი, ბატონი რამაზან ბალჯიოღლუ.
სტუმრებს ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი ოსმან თურანი და მმართველი საბჭოს წევრი, ბატონი ოღუზ ილდირიმი შეხვდნენ.
გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით სტუმრებს ვიზიტისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ!