23 თებერვალს, ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა, იურიდიული კომპანია Legal Service Corporation-ის დამფუძნებელმა; ადვოკატმა, ქალბატონმა მარიანა სისვაძემ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ბატონმა ნიკოლოზ წერეთელმა ჩვენი წევრებისათვის შრომის კოდექსის შესახებ სემინარი ჩაატარეს
სემინარზე ყურადღება გამახვილდა 2021 წელს საქართველოს კანონმდებლობაში შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით შესულ ცვლილებებზე, შრომით დისკრიმინაციასა და დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წარმოშობილ სასამართლო დავებზე
სემინარის შემდეგ გაიმართა ჩვენი წევრი კომპანია United Payment-ის პრეზენტაცია და გურთიადის ახალი წევრების- WELLMED-ისა და Tam Travel-ის წარდგენა
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით მომხსენებლებს საინტერესო და აქტუალური სემინარისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში
მადლობას ვუხდით ღონისძიებაზე დამსწრეთ და ჩვენს წევრს, Tiffany Bar & Terrace-ს, მასპინძლობისათვის