2024 წლის 07 მარტს გურთიადის თავმჯდომარე, ბ-ნ ოქტაი ოზთურქი, მმართველი საბჭოს წევრები, ბ-ნ ისმაილ დურსუნი, ბ-ნ ჰუსეინ უზუნი და ასოციაციის გენერალური მდივანი, ქ-ნ ირინა კოლესნიკოვა თბილისში, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მთავარ ოფისში, ინვესტიციების მოზიდვის უფროსს, ქ-ნ თამარ სახეიშვილსა და ინვესტორთა მოზიდვის ოფიცერს, ქ-ნ ნინო კიზირიას შეხვდნენ.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მდებარეობს ინდუსტრიული პოტენციალის კუთხით მნიშვნელოვან ქალაქში, ფოთის პორტთან ახლოს, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ლოჯისტიკურ ცენტრს და მსოფლიო მასშტაბით აკავშირებს ბიზნესებსა დამომხმარებელს ერთმანეთს.
ფოთის თიზ, გაშენებულია 300 ჰექტარ ფართობზე და 2010 წლიდან ოპერირებს, ის წარმოადგენს პირველ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას საქართველოში და არის ერთადერთი თიზ, სადაც ერთ-ერთი მესაკუთრე საქართველოს მთავრობაა.
ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიები სარგებლობენ:
0% დღგ;
0% იმპორტის გადასახადი;
0% მოგების გადასახადი;
0% დივიდენდის გადასადი;
0% ქონების გადასახადით.
ფოთის თიზ ისეთ სექტორებში მოღვაწე ბიზნესებს, როგორიცაა წარმოება; ლოჯისტიკა; ვაჭრობა და დისტრიბუცია, ხელს უწყობს ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში. ძირითად სექტორებს შორისაა ფარმაცევტული პროდუქცია, ტექსტილი, ავეჯი, ლოჯისტიკა, ელექტრობა და ელექტრონული საქონელი.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ინვესტორებს სთავაზობს ბიზნესის დაწყებისათვის ხელსაყრელ პაკეტებს; ზონაში გვხვდება თანამედროვე ტიპის საწარმოები და უმაღლესი კლასის მხარდაჭერის სერვისები; ტერიტორია აღჭურვილია ელექტროენერგიით, წყლითა და ბუნებრივი აირით.
ფოთის თიზ-ში კომპანიის გახსნა 1-2 სამუშაო დღეს მოითხოვს, ოპერირების დაწყებისათვის კი საჭიროა ლიცენზია, რომელიც ერთი წლის ვადით გაიცემა და ყოველ წელს საჭიროებს განახლებას.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მზადაა, ითანამშრომლოს გურთიადის წევრებთან და მათ სპეციალური შეთავაზებები მიაწოდოს.
ასოციაციის სახელით, ქალბატონ თამარ სახეიშვილსა და ნინო კიზირიას მადლობას ვუხდით ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრის ჩატარებისათვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა მომავალში თანამშრომლობის საწინდარი გახდება.