28 მარტს, თურქეთის კოორდინაციის სააგენტოს, TİKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს, ქ-ნ თუბა ოზუთოქს შევხვდით. TİKA 1992 წელს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ქვეშ დაარსდა და დღესდღეობით 61 ქვეყანაში 63 ოფისით არის წარმოდგენილი და ჯამში 150 ქვეყანაში ოპერირებს.
TİKA-ს დაარსების მიზანია, თურქეთის საერთაშორისო განვითარებისაკენ მიმართული თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელოს ისეთი მდგრადი პროექტები და აქტივობები, რაც ქვეყნების ეკონომიკურ, სოციალურ და ჰუმანიტარულ აღმშენებლობას ხელს შეუწყობს და თურქულენოვანი ხალხების საერთო ისტორიულ და კულტურულ ფასეულობებს მომავალ თაობებს შემოუნახავს.
ქალბატონმა თუბამ, რომელიც უკვე 3 წელიწადია საქართველოში მსახურობს, გამოთქვა მზადყოფნა საქართველოში მყოფი თურქი ბიზნესმენების მხარდაჭერასთან და გურთიადთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ქ-ნ თუბა ოზუთოქსა და TİKA თბილისის გუნდს, წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალ პროექტებში.