28 მარტს გურთიადის მმართველი საბჭო ეწვია თურქეთის მაარიფის ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ბ-ნ ალი სედათ ასლანს და საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების დირექტორს, ბ-ნ მეჰმეთ ფათიჰ სარიარს ლისზე მდებარე ახლად გახსნილ კამპუსში.
თურქეთის მაარიფის ფონდი საქართველოში თბილისსა და მარნეულში 2 სკოლითაა წარმოდგენილი, ჯამში კი 52 ქვეყანაში 467 საგანმანათლებლო დაწესებულებით 50 000-ზე მეტ მოსწავლეს სთავაზობს განათლებას. განათლების სფეროში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ექვსივე კონტინენტზე მოქმედ მაარიფის სკოლებში მასწავლებლები და მოსწავლეები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ჩატარებულ, სხვადასხვა სახის სოციალურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობით წარმატებას აღწევენ.
თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის ტერიტორიაზე მდებარე კამპუსში განთავსებულია თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საკლასო ოთახები, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ინოვატორული იდეების სახელოსნო, რობოტიკა-კომპიუტერული პროგრამირების კაბინეტები და ტანვარჯიშის დარბაზი.
სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებზე სწავლება ხორციელდება ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო პროგრამებით. მაარიფის სკოლები, რომლებმაც სახელი გაითქვა ეროვნულ და საერთაშორისო აკადემიურ, სპორტულ, მხატვრულ შეჯიბრებებსა და ოლიმპიადებში მიღწეული შედეგებით, მიზნად ისახავს კიდევ უფრო დიდი წარმატების მოპოვებას საქართველოში.
ლისის ტბის მიმდებარედ, 5500 კვ.მ. ფართობზე მდებარე სკოლაში 33 საკლასო ოთახი ფუნქციონირებს; სკოლა გათვლილია 645 მოსწავლეზე.
საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების წარმომადგენლებმა გურთიადის მმართველ საბჭოს დაათვალიერებინეს ახალი კამპუსი და გააცნეს სკოლის საქმიანობა.
ასოციაციის სახელით ბატონ ალი სედათ ასლანსა და მეჰმეთ ფათიჰ სარიარს მადლობას ვუხდით შეხვედრისათვის, საქართველოში მაარიფის სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კი წარმატებებს ვუსურვებთ!