გუშინ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ჩატარებულ შეხვედრაზე თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა სეზაი უჩარმაქმა საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენების შეკითხვებს უპასუხა.
თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბატონმა ალი ქაან ორბაიმ შესავალ სიტყვაში მიმოიხილა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და განაცხადა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 3 მილიარდი დოლარი შეადგინა და წელს ნავარაუდევია ეს რიცხვი 5 მილიარდამდე გაიზარდოს. მან აღნიშნა, რომ თურქეთი
საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია და მნიშვნელოვანია ინოვაციური მიდგომებით გაიზარდოს ქვეყანაში ინვესტიციები. ამასთან დაკავშირებით დიდია საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ გურთიადის მიერ გამოცემული წიგნაკის როლი.
თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ საქართველოში ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროგრესი შეინიშნება. ბატონი უჩარმაქი შეეხო ქვეყანაში მოქმედი თურქული არასამთავრობო ორგანიზაციებს, TİKA-ს, იუნუს ემრეს ინსტიტუტსა და მაარიფის სკოლებს. სიტყვის ბოლოს მან მოიყვანა ისტორიული მაგალითები და განაცხადა, რომ სურს ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებისათვის ახალი მოდელის შექმნა.
შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში. გამოიკვეთა ის პრობლემები, რასაც საქართველოში მობინადრე თურქი ბიზნესმენები (სარფის) საბაჟო გამშვებ პუნქტში აწყდებიან.
გავრცელებულ სირთულეებს შორის იკვეთება შემდეგი:
• შეზღუდვა 1600 და მეტი ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებების თურქეთში შესვლაზე
• საბაჟოს თურქულ მხარეს თანამშრომლების სიმცირე და პროცესების გაჭიანურება
• პრობლემები, რომელთაც საზღვრის კვეთისას აწყდებიან თურქეთის მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ საქართველოში ბინადრობის საბუთი
• ბინადრობის უფლებისა და დაზღვევის აღებასთან დაკავშირებული სირთულეები
• თურქეთიდან საქართველოში შემოსული ტრაილერების საბაჟო პროცედურების გამარტივება
• განბაჟების პროცედურების მაქსიმალურად გაციფრულება
მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ არსებული პრობლემატური საკითხები განხილულ იქნება და შესაბამისი ინსტანციები იმუშავებენ მათ ეტაპობრივ აღმოფხვრაზე.