საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი “ბეკო„ რომელიც უკვე 22 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, საქართველოს მასშტაბით 67 სავაჭრო წერტილს აერთიანებს. ისევე როგორც განვლილი 21 წელი, ბეკო მიმდინარე წელსაც აგრძელებს სიახლეების შეთავაზებას და სტაბილურად აფართოებს სავაჭრო ქსელს.
ამჟამად ახალი, საქართველოში ყველაზე დიდი ფილიალი ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის 69/71-ში 19 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა, მაღაზია მოწყობილია ინოვაციური კონცეფციის მიხედვით. ბათუმში „ბეკო“-ს ახალი ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ აღნიშნულ ფილიალში ბეკომ მომხმარებლებს 30% მდე ფასდაკლება დასპეციალურ შეთავაზებები დაახვედრა, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, ასევე ტელევიზორებზე და აიტი ტექნიკაზე, მაღაზიაში მოსულ მომხმარებელს სხვა უამრავი სიახლე და სიურპრიზიც დახვდათ.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიას კომპანია “ბეკოს” გენერალური დირექტორი მეჰმეთ მელექი უძღვებოდა. გახსნას ესწრებოდნენ როგორც საჯარო პირები ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სტუმრებიდან თურქეთის გენერალურმა კონსულმა საქართველოში მაქბულე ქოჩაქმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოში “ბეკოს” მაღაზიები თითქმის ყველგან არის გახსნილი და ეს ბრენდი დღეს არა მარტო თურქული, არამედ ქართულიცაა. ბათუმში მელიქიშვილის 69/71 ზე განთავსებულ “ბეკოს” 1100 კვმ ფართობის მქონე მაღაზიაში ყველა სახის საყოფაცხოვრებო და საოჯახო ტექნიკაა განთავსებული, აღნიშნული ფილიალის გახსნით 22 ადგილობრივი დასაქმდა. აქვე მდებარეობს ბეკოს საქართველოში რიგით 7 მომსახურების სერვის ცენტრიც. აღსანიშნავია ისიც რომ კომპანია მყიდველებს 4 წლიან სრულ გარანტიას და ასევე დამატებით 4+3, 7 წლიან გარანტიას სთავაზობს.