2020 წლის 25 სექტემბერს გურთიადმა წევრების მონაწილეობით ვიდეო კონფერენცია გამართა.
კონფერენცია სიტყვით ასოციაციის თავმჯდომარემ ბ-ნ ოსმან თურანმა გახსნა, რომელმაც კორონა ვირუსის მეორე ტალღა, დაგეგმილი და ვირუსის გამო გადადებული პროექტები, საერთო ფინანსური კრება, ასოციაციის წესდება და სხვა საკითხები მიმოიხილა.
კონფერენციაში ასევე მიიღო მონაწილეობა თურქეთის რესპუბლიკის სავაჭრო ატაშემ თბილისში ბ-ნმა აჰმეთ დარჩინმა, რომელმაც გურთიადის წევრებს თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს მიერ, უცხო ქვეყნებში მოღვაწე თურქული კომპანიებისთვის შემუშავებული მხარდამჭერი პროგრამები გააცნო. აღნიშნული პროგრამები დეტალურად შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ: kolaydestek.gov.tr/ kolayihracat.gov.tr/
ასოციაცია მადლობას უხდის ბ-ნ აჰმეთ დარჩინს და წევრებს: აჰმეთ ქაჰრამან (Geo Live), ბურაქ ჯანდან (Georgia Urban Energy), ისმაილ დურსუნ (Sweet Center), იზეთ იაფრაქ (Yaprak Parke), ქერიმან აქდენიზ (Solid Ortopedi), მეჰმეთ მელექ (BEKO), მეჰმეთ უღურ აიდინ (Mumuso), მერთ იუმუშაქერ (Yonpaş Georgia), მურათ თანსუ (Gloria LLC), მუსტაფა თაბაქოღლუ (Hizdro Dizayn), ოღუზ ილდირიმ (O&K Building), ოქთაი ოზთურქ (Kalanda), სამირ გასანოვ (TÜYAP), სერქან დერიშ (Orient), სერდარ გულფინარ (Nobel İlaç), შევქეთ დემირ (Demir LLC); კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისთვის.