ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია, დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ერთად კოორდინირებულად ჩაერთო კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში.
სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით დღეს, თბილისის მერიას, სოციალურად დაუცველი 200 ოჯახისთვის გადაეცა საკვები და ჰიგიენის საშუალებები.
თბილისის მერიასთან თანადგომით, საქართველოში მოღვაწე თურქული დიასპორა კვლავაც გააგრძელებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერას!