2019 წლის 13 ნოემბერს GURTİAD-ს ეწვია ჰოფის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია ბ-ნ ოსმან აქიურექის ხელმძღვანელობით. დელეგაციამ ბ-ნ ოსმან თურანს მიულოცა თავმჯდომარედ არჩევა და უსურვეს წარმატებები მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლოგისტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნულ შეხვედრას GURTİAD-ის მხრიდან ესწრებოდნენ მმართველი საბჭოს წარმომადგენლები ბ-ნ იუსუფ თოსუნოღლუ, ბ-ნ მეჰმედ მელექი ბ-ნ ოღუზ ილდირიმი. ასევე ზირაათ და იშ ბანკის წარმომადგენლები საქართველოში.