თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA) ქალაქ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში, შშმპ ლიფტის (ფლატფორმის) მონტაჟი უზრუნველყო.
დამონტაჟებული პლატფორმები დღეს თბილისის მერის კახი კალაძის, საქართველოში თურქეთის ელჩის ქ-ნ ფატმა ჯერენ იაზგანის, TIKA-ს დირექტორის ნეჯლე დემირდაღის, გურთიადის თავმჯდომარე ოსმან თურანის და სხვა პირების თანხლებით გაიხსნა.