თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი გურთიადში

 

2020 წლის 15 სექტემბერს გურთიადს თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ქ-ნ მაქბულე ქოჩაქი გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურთიადის თავმჯდომარე ბ-ნ ოსმან თურან და საბჭოს წევრები: ბ-ნ მეჰმედ მელექი, ბ-ნ მერთ იუმუშაქერ, ბ-ნ მუსტაფა თაბაკოღლუ, ბ-ნ ოღუზ ილდირიმ, ბ-ნ სერქან დერიშ.
შეხვედრის უმთავრეს საკითხთა შორის იყო კორონა ვირუსი და მისი ეფექტი ბიზნეს გარემოზე. განსაკუთრებული ხაზი გაესვა მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკის უმთავრეს დარგებზე, მათ შორის ტურიზმსა და მშენებლობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო კარგად უმკლავდება როგორც დაავადებას, ასევე ეკონომიკურ სირთულეებს.
შეხვედრის მიწურულს ასოციაციის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ქ-ნ გენერალურ კონსულ თანამშრომლობისა და გვერდში დგომისთვის და წარმატებები უსურვა შემდგომ პოზიციაზე.