დღეს, 2019 წლის 18 დეკემბერს ასოციაციის თავმდჯომარე ოსმან თურანმა და მმართველი საბჭოს წევრებმა მეჰმეთ მელექმა, მუსტაფა თაბაქოღლუმ და მურათ თანსუმ შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის #IMF წარმომადგენელთან საქართველოში სელიმ ჩაქირთან.
გაცნობითი ტიპის შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი საქმიანობა გააცნეს. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოში არსებული მაკრო ეკონომიკური მდგომარეობა, ფინანსური მოვლენები და კერძო სექტორის სამომავლო პერსპექტივები. მხარეები ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.