დღეს, ბიზნეს ასოციაცია ASKON Georgia-ს (Anadolu Aslanları İş Adamları Derneği) თავმჯდომარე, ბატონი ზაფერ ქაჰრამანი და სატრანსპორტო კომპანია Planet Trans Georgia-ს დირექტორი, ბატონი სელჩუკ საღი გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გვეწვივნენ.
ASKON Georgia-ს თავმჯდომარემ ასოციაციის საქმიანობა გაგვაცნო და მისი ხედვის შესახებ ისაუბრა. Planet Trans Georgia-ს სახით კი ახალი წევრი შევიძინეთ.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ზაფერსა და სელჩუქს სტუმრობისათვის და ვუსურვებთ მათ წარმატებებს.