გაცნობითი ხასიათის შეხვედრა TİKA-ში

20 თებერვალს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, TİKA-ს ახალ კოოდინატორთან საქართველოში, ქალბატონ ზეინეფ ბაირაქთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართეთ.

ქალბატონი ზეინეფი 20 წელიწადია, რაც TİKA-ში მოღვაწეობს და საქართველოში ჩამოსვლამდე უმუშავია ყირგიზეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში.

1992 წელს თურქეთში დაარსებული სახელმწიფო ორგანიზაცია TİKA, მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ პროექტებს. ორგანიზაციის მიზანია პარტნიორი ქვეყნების მდგრად განვითარებაში წვლილის შეტანა, ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევა და მათთან საერთაშორისო თანამშრომლობა. TİKA-ს მოღვაწეობის სფერო მოიცავს განათლებას, ჯანდაცვას, ინფრასტრუქტურასა და სტიქიასთან ბრძოლას. ორგანიზაცია გრძელვადიანი თანამშრომლობების დამყარებაზე მუშაობს და მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება.

TİKA საქართველოში ახორციელებს სხვადასხვა სახის განვითარების პროექტებს. საქართველო, როგორც თურქეთის მეზობელი ქვეყანა, პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზაციისათვის. საქართველოში TİKA-ს საქმიანობა ძირითადად საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ პროექტებს მოიცავს.

TİKA-ს, საქართველოში საზოგადოების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი, მათ შორის, სკოლებისათვის მიწოდებული აქვს სახელმძღვანელოები და ტექნიკა. ჯანდაცვის სფეროში- შეძენილი აქვს სამედიცინო აპარატურა და განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტები საავადმყოფოებთან ურთიერთთანამშრომლობით.

TİKA-ს აგრეთვე წვლილი მიუძღვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, განხორციელებული აქვს პროექტები ისტორიული ნაგებობებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისა და დაცვისათვის. ჩატარებული აქვს მრავალი ღონისძიებები, მიმართული თურქ და ქართველ ხალხებს შორის კულტურული კავშირების გაძლიერებისაკენ.

საქართველოში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს საქმიანობას წვლილი შეაქვს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებაში და ქართული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში.

ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრებმა ქალბატონ ზეინეფთან ერთად განვიხილეთ სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და მიმოვიხილეთ ბაზრის მოთხოვნები.

გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით ქალბატონ ზეინეფ ბაირაქსა და მის მოადგილეს, ბატონ მუჰამედ ემრე ეზბერს ჩვენი მიღებისათვის და ვუსურვებთ საქართველოში მრავალი წარმატებული პროექტის განხორციელებას.