12 სექტემბერს გურთიადს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების მრჩეველი, ბატონი ერჯან გულსუიუ ეწვია.
ბატონ ერჯან გულსუიუსთან ერთად განვიხილეთ ასოციაციასა და განათლების სამრჩევლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.
მათ შორის პრიორიტეტულად მივიჩნიეთ საქართველოში მსწავლებ თურქ სტუდენტებთან კომუნიკაციის დამყარება და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა, თურქული ენის კურსების აუდიტორიების კეთილმოწყობა, წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოვება და საზღვარგარეთ გაგზავნა და კურსდამთავრებულებისათვის რელევანტურ კომპანიებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობის მიცემა.
როგორც შეხვედრაზე შევიტყვეთ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქული ენის კურსები 23 სექტემბერს განახლდება და 5 პროფესორ-მასწავლებელი დაახლოებით 400 სტუდენტს მიიღებს. კურსები მოიცავს დონეებს A1-დან C1-ს ჩათვლით, ყოველი დონის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატი გადაეცემათ.
ამის გარდა, გამოვთქვით განათლების სამრჩევლოსთან ერთად საერთო კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მოწყობის სურვილიც.
საქართველოში მსწავლები სტუდენტების საყურადღებოდ, ვისაც თურქეთში სწავლის გაგრძელება სურს, ან პირიქით, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თურქეთის საელჩოს ვებ-გვერდზე განთავსებულ სიახლეებს.
გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ერჯან გულსუიუს სტუმრობისათვის და ვაცხადებთ, რომ მომავალში საერთო პროექტების განსახორციელებლად მუდამ ხაზზე ვიქნებით.