„ეფეს საქართველოს“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, ბატონი ველი დინჩელი გურთიადს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია.

თებერვალს ასოციაციას კომპანია „ეფეს საქართველოს“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, ბატონი ველი დინჩელი გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია.
შეხვედრაზე მმართველი საბჭოს წევრებს მოგვეცა შესაძლებლობა, გავცნობოდით ბატონ ბურჩ ქურთოღლუს, რომელიც აღნიშნულ პოზიციას მარტის თვიდან დაიკავებს- მას საქართველოს შესახებ ზოგადი ინფორმაცია მივაწოდეთ.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ გურთიადისათვის ისეთი მსხვილი კომპანიების წევრობა, როგორიც „ეფეს ჯორჯიაა“, სიამაყის წყაროს წარმოადგენს.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით „ეფეს ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების დირექტორს, ბატონ ბურაქ ალბაირაქს სტუმრობისათვის, მას გურთიადის დასაქმების პლატფორმის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
ბატონ დინჩელსა და მის პოზიციაზე ახლადდანიშნულ ქურთოღლუს კი პროფესიულ საქმიანობაში ულევ წარმატებებს ვუსურვებთ.