სასტუმრო River Side და Tiffany Bar & Terrace – 20 წლის წინ დაწყებული საოჯახო ბიზნესი დღეს თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაციაა, საუკეთესო ხედებით, გემრიელი კერძებით და მაღალი კლასის მომსახურებით.
ასოციაციის თავმჯდომარე და მმართველი საბჭოს წევრები ბატონ დიმიტრი შველიძეს შეხვდნენ, რომელმაც მათ სასტუმროს სამომავლო გეგმები გაუზიარა.
სასტუმრო River Side გამოირჩევა კომფორტული და დიდი ზომის ოთახებით, რომელთა რაოდენობა 25-ა და 50 სტუმარზეა გათვლილი.
შველიძეების ოჯახი ამჟამად თბილისის შუაგულში მეორე, უფრო დიდ სასტუმროს აშენებს, რომელშიც განთავსდება 50 ოთახი, რესტორანი და სპა ზონა.
River Side სტუმრებს სთავაზობს ექსკლუზიურ, 60% ფასდაკლებას სავარჯიშო დარბაზ World Class-ის მომსახურებაზე, აგრეთვე ფასდაკლებას Chronograph-ის საათებსა და სამკაულებზე.
მხოლოდ გურთიადის წევრებისათვის სასტუმრო გვთავაზობს სპეციალურ ფასებს, Tiffany ბარი კი 12:00-დან 15:00-ის ჩათვლით 20% ფასდაკლებას ლანჩის მენიუზე.
გურთიადი წარმატებებს უსურვებს ბატონ დიმიტრის ახალ წამოწყებებში.