საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის მე-7 ბიზნესფორუმი

საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GÜRTİAD) თავმჯდომარე ოქტაი ოზთურქი (Kalanda 777), მმართველი საბჭოს წევრები სერჰან უჩანი (SU Group), სევჯიჰან იავუზი (Bars Mekatronik), ოღუზ ილდირიმი (O&K Building) და გენერალური მდივანი თამარ თევდორაძე, 2026 წლის 26 თებერვალს გამართულ საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის მე-7 ბიზნესფორუმს დაესწრნენ.
ფორუმზე ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესში სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კავშირების განვითარების სტრატეგიული მნიშვნელობა; განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების აუცილებლობაზე.
 ფორუმში მონაწილეობდნენ ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენები, მათ შორის, GÜRTİAD-ის წევრი კომპანიების — Ankara Catering, Efes Georgia, TAV Georgia, İşbank Georgia, Maqro Group, Beko Georgia, Ziraat Bank Georgia, Dapna, Georgia Urban Energy, Demirkol Logistics, Geolive, BLC Law Office, Demir, Biodiesel Georgia, Expo Batumi, Mplus Georgia და Trade Log-ის წარმომადგენლები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს B2B შეხვედრებში.