შეხვედრა „Medical Point“-ის კოორდინატორთან

ასოციაციაში ვუმასპინძლეთ თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის, „Medical Point“-ის საერთაშორისო პაციენტების მომსახურების კოორდინატორს, ერთუღრულ ერჯანს.
 შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველოს მასშტაბით, სამედიცინო ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებითა და ინოვაციური მიდგომებით გამორჩეული კლინიკა „Medical Point“, პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტის, ხელმისაწვდომ და სანდო მკურნალობის მეთოდებს.
აღსანიშნავია, რომ კლინიკას მინიჭებული აქვს Joint Commission International (JCI) და TEMOS International Healthcare აკრედიტაციები, აგრეთვე, ფლობს European Foundation for Quality Management (EFQM) და ISO ხარისხის სტანდარტის სერტიფიკატებს.
მსოფლიო სტანდარტებზე მორგებული სამედიცინო ინფრასტრუქტურით, 24/7 საერთაშორისო პაციენტთა მომსახურებითა და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის 96%-იანი შედეგით, კლინიკა ,,Medical Point” სამედიცინო ტურიზმის სფეროში მოწინავე კლინიკებს შორისაა.
კიდევ ერთხელ, ვსარგებლობთ შემთხვევით, მადლობას ვუხდით ბატონ ერთუღრულს სტუმრობისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.