შეხვედრა ეგეოსის ტყავისა და ტყავის ნაწარმის ექსპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლებთან

 დღეს ასოციაციაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეგეოსის ტყავისა და ტყავის ნაწარმის ექსპორტიორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან, ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია ZANDAR DIŞ TİCARET LTD.ŞTİ.-ს მფლობელთან, ბატონ ერქან ზანდართან, მის მოადგილესთან, ჩანთების მწარმოებელი კომპანია GÜNDOĞDULAR SAN.TİC.LTD.ŞTİ.-ს მფლობელთან, ბატონ ჰალილ გუნდოღდუსთან და ორგანული საკვების მწარმოებელი კომპანია Raya Organik-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან, ბატონ მეჰმეთ ნეჯდეთ ქილეჯისთან.
 შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ტყავისა და ტყავის ნაწარმის მიმართულებით ინვესტიციის განხორციელებისათვის შესაბამისი ნიადაგი. განსაკუთრებით იქნა გამახვილებული ყურადღება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც მნიშვნელოვნად აადვილებს ჩინეთთან იმპორტ-ექსპორტს.
 გურთიადის თავმჯდომარე, ბატონი ოქტაი ოზთურქი სტუმრებს ქვეყნის ინდუსტრიულ სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და გააცნო მათ სახელმწიფოსგან თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობები, მისცა რეკომენდაციები და განაცხადა, რომ ასოციაცია ყოველთვის მზადაა გაუწიოს მათ კონსულტაცია კომპანიის დაარსებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებში, დაეხმაროს საჯარო მოხელეებთან შეხვედრის ორგანიზებასა და პერსონალის მოძიებაში.
 
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და სავაჭრო ურთიერთობები მეზობლებთან.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ვიზიტისათვის ბატონ ზანდარს, გუნდოღდუსა და ქილეჯის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ ყოველ ახალ წამოწყებაში!