4 ივნისს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ საქართველოში (გურთიადი) და აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციამ (AZEBI), შეხვედრა გამართეს მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში.
შეხვედრაზე, რომელსაც უძღვებოდნენ გურთიადის თავმჯდომარე, ბატონი ოქტაი ოზთურქი და AZEBI-ის თავმჯდომარე, ბატონი ნერიმან გურბანოვი, საქართველოში მოღვაწე თურქ და აზერბაიჯანელმა ბიზნესმენებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები.
ბატონმა ნერიმანმა გურთიადის წარმომადგენლებს გააცნო AZEBI-ს საქმიანობა და მიაწოდა ინფორმაცია მისი თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელებული პროექტების შესახებ. მან გამოთქვა იმედი, რომ ორი მოძმე ასოციაცია მომავალში კიდევ უფრო მეტად გაამყარებს თანამშრომლობას.
ბატონმა ოქტაიმ და გურთიადის მმართველი საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის.
შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, ბატონი სამირ აბდურაჰიმოვი, რომელმაც განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ბიზნესმენების როლს თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
ასოციაციის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით AZEBI-ს თავმჯდომარესა და მმართველი საბჭოს წევრებს ნაყოფიერი შეხვედრისათვის და შთამბეჭდავი ექსკურსიისათვის კულტურის მუზეუმში.