11 ივლისს ასოციაციის თავმჯდომარე ოქტაი ოზთურქი, მმართველი საბჭოს წევრი სევჯიჰან იავუზი და გენერალური მდივანი ირინა კოლესნიკოვა იურიდიული კომპანია LPA Law Firm-ის დამფუძნებელ პარტნიორს, ლევან ნიკოლაძეს ესტუმრნენ.
შეხვედრის დასაწყისში ბატონმა ლევანმა ისაუბრა თურქეთის ბიზნეს სექტორის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის ეკონომიკის და ზოგადად ქართული კომპანიების განვითარებაში და გურთიადს და მის ყველა წევრს, საქართველოში მოღვაწე თურქ ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქართული ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარებისათვის.
იურიდიული კომპანია LPA 2009 წელს დაარსდა 5 პარტნიორის მიერ და დღემდე ბევრი ერთგული კლიენტი შეიძინა. დღესდღეობით კომპანია დაახლოებით 200-მდე კლიენტს უწევს იურიდიულ მომსახურებას, კომპლექსურ იურიდიულ საკითხებში და ჩართულია საერთაშორისო ხასიათის ტრანზაქციებში, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, აშშ-სა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების იურისდიქციის მქონე სუბიექტების მონაწილეობით.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს LPA Law Firm დასახელდა საკონსულტაციო მომსახურების სექტორში N1 კომპანიად შემოსავლების კუთხით და დღემდე სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს სექტორის ლიდერებს შორის.
LPA-ს კლიენტებს შორის არის ისეთი მსხვილი თურქული კომპანიები, როგორებიცაა ATÜ Duty Free, BTA Georgia, Yonpaş Georgia, D&T and DEKON Group და მრავალი სხვა თურქული ინვესტიციებით განხორციელებული წარმატებული პროექტი საქართველოში.
5 პარტნიორის ჩათვლით 17 იურისტისაგან შემდგარი გუნდის სპეციალიზაციის სფერო სამეწარმეო, თავისუფალი ვაჭრობის, სატელეკომუნიკაციო, ფასიანი ქაღალდების, სამშენებლო და საკორპორაციო სამართალია.
ასოციაციის სახელით, მადლობას ვუხდით ბატონ ლევანს კომპანიის გაცნობისათვის და საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე იურიდიულ კომპანია LPA-სა და მის გუნდს წარმატებებს ვუსურვებთ.