წევრებთან ვიზიტების ფარგლებში 19 სექტემბერს ვეწვიეთ 2008 წელს დაარსებული სამშენებლო კომპანია ართვინ ჯორჯიას დირექტორს, ბატონ ოსმან ოზქეთს და კოორდინატორს, ბატონ ზაზა ბერიძეს.
კომპანია ართვინ ჯორჯია უმთავრესად მუშაობს ელექტრო/მექანიკურ და სავენტილანციო პროექტებზე და თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე არსებულ ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორებიცაა: შიშეჯამი, TAV, ეფეს საქართველო, ზირაათ ბანკი, ვაიკიკი, ენკა, და კოკა-კოლა.
ართვინ ჯორჯიასთვის მომხმარებელთა კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია და მისი უმაღლეს დონეზე შენარჩუნებისათვის მენეჯმენტის სისტემას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ართვინ ჯორჯიამ უკვე დაიმკვიდრა ქვეყნის სამშენებლო ბაზარზე საპატიო ადგილი – კომპანია უმეტესად მუშაობს ინდუსტრიულ და კომერციულ პროექტებზე, ჩატარებული აქვს სამშენებლო სამუშაოები სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და ფიტნეს დარბაზების კეთილმოწყობაში.
შეხვედრის დროს ბატონმა ოსმანმა ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარებაში მშენებლობის მნიშვნელოვან როლს და ისაუბრა კომპანიის სამომავლო გეგმებზე.
ამის გარდა, განხილულ იქნა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სახელმწიფო დახმარების პროგრამების ფარგლებში არსებული შესაძლებლობები, სირთულეები, რასაც აწყდებიან ინვესტორები და ბიზნესის ეფექტური მენეჯმენტის განმსაზღვრელი ფაქტორები.
გურთიადი წარმატებებს უსურვებს კომპანიასა და მის მენეჯმენტს სამომავლო პროექტებში.